skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე სატარიფო გადასახადი გააუქმა

საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე “საბაჟო გადასახადი” გააუქმა. გადაწყვეტილება დღეიდან, ათი იანვრიდან შედის ძალაში.

იმავე წყაროს ცნობით, ნულოვანი გადასახადი გავრცელდება კრემლისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის პროდუქტებზე. გადამეტებულ რაოდენობაზე ჩვეულებრივად გავრცელდება რუსეთის სტანდარტული გადასახადი.

Tass-ის ცნობით, მხარეები 2024 წლისათვის ნულოვან სატარიფო გადასახადზე შეთანხმდნენ ასევე სხვა პროდუქტებთან, კერძოდ პლასტმასასთან, შავ ლითონსა და მათგან წარმოებულ პროდუქტებთან, ასევე ალუმინსა და მისგან დამზადებულ საქონელთან მიმართებით.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button