ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს ორ მოქალაქეს გაასამართლებენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების კომიტეტმა“ განაცხადა 8 დეკემბერს, რომ 2023 წლის 24 ნოემბერს „სახელმწიფო საზღვრის განზრახ და უკანონო გადაკვეთის გამო“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი საქართველოს ორი მოქალაქის, გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის წინააღმდეგ „სისხლის სამართალწარმოება“ დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 25 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.
მოგვიანებით, 5 დეკემბერს სუს-მა განაცხადა, რომ სოფელ აძვთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. დღემდე, დანარჩენი ორი მოქალაქის ბედი უცნობი იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/12/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 26/11/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)