
ახალი ამბები
საქართველოში რუსული დიპლომატიური ინტერესების წარმომადგენლად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა. მან ამ პოსტზე დმიტრი ტროფიმოვი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2021 წლის იანვრიდან ეკავა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ოლისოვი დიპლომატიურ სამსახურში 2002 წლიდან მსახურობს.
This post is also available in: English