skip to content
რესპუბლიკის ამბები

ნოე ჟორდანია ახალციხის მაზრას ეწვია

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 ივლისი, N164

მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას გამგზავრება

კვირას, ივლისის 18, ბორჯომში წავიდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მატარებლის მოსვლისას სადგურზე საპატიო ყარაული ჩამწკრივდა. მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდენ: ქალაქის თავი ვ. ღლონტი, ახალციხის სამაზრო ერობის თავმჯდომარე ნიკოლაიშვილი, და დიდძალი საზოგადოება. ბორჯომიდან ნოე ჟორდანია აბასთუმანში გაემგზავრა. გზებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გირლიანდებითა და ეროვნულ დროშებით შემკული თაღები და მოაწყვეს.

ნოე ჟორდანიას სოფლელები პურ მარილით ხვდებოდნენ.

ახალციხეში მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგა ადგილობრივ მცხოვრებ მუსულმანთა დელეგაცია, რომელთანაც ნოე ჟორდანიას ხანგრძლივი საუბარი ქონდა.

დელეგაციამ მას მადლობა გადაუხადა, და განუცხადა, რომ სახელმწიფო და საზოგადო ადგილობრივი ორგანოები მცხოვრებთა მოთხოვნილებებს ყურადღებით ეპყრობიანო. ნოე ჟორდანიას ხალხი პურ-მარილით შეხვდა.

აბასთუმანში ნოე ჟორდანიას მოსვლის გამო ყველა ქუჩა და სახლი ყვავილებით და მწვანეულობით შეამკეს.

მსგავსი/Related

Back to top button