
მკაცრი რეზოლუციის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს აკრიტიკებს
13 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მკაცრი რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია „საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგაა“ მიმართული.
რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო, მოუწოდებს ევროკავშირს, არ აღიაროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას განცხადებით უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტზე „დიფ სთეითის“ გავლენის შესახებ შეთქმულების თეორიებს შეიცავს.
„ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2023 წელს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, რომ „ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ გავანადგურებთ „დიფ სთეითს““.
„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით“, – ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე მოყვანილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სიტყვები: „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.
„ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/01/2025 – საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომ გაუარესებაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა
- 16/01/2025 – „ქართული ოცნება“ ივანიშვილზე ბრიტანეთის შესაძლო სანქციებს აკრიტიკებს და „დიფ სთეითის“ გავლენაზე საუბრობს
- 08/01/2025 – ქართული ოცნება გამოდის “დიფ სთეითისა”და „გლობალური ომის პარტიის” წინააღმდეგ, განავრცობს კონსპირაციულ თეორიებს
- 28/11/2024 – ევროპარლამენტმა საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაუარესების შესახებ რეზოლუცია მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)