„კოალიციამ ცვლილებისთვის“ დეპუტატობის კანდიდატთა სია გაასაჯაროვა
ოპოზიციურმა პლატფორმამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისი საარჩევნო სიის ნაწილი გაასაჯაროვა.
სიის სათავეშია ნანა მალაშხია, საჯარო მოხელე, რომელიც ცნობილია ფოტოთი, სადაც იგი უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციების დროს ევროკავშირის დროშითაა ასახული. მალაშხია კოალიციას 23 სექტემბერს შეუერთდა.
„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის ნომერ პირველი, გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ და სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მალაშხიამ ვიდეო მიმართვაში. „ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს“, – დასძინა მან.
სიაში კოალიციის სამი ლიდერია – ნიკა მელია „ახალიდან“, ზურაბ ჯაფარიძე „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ და ელენე ხოშტარია „დროადან“. ნიკა გვარამიამ, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, უარი თქვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და პირობა დადო, რომ ახალ ხალხს დაუთმობს გზას.
სიაში ასევე შედის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელიც კოალიციას აგვისტოში შეუერთდა.
სიის პირველ ოცეულში მხოლოდ ორნი – ელენე ხოშტარია და გიგა ლემონჯავა – არიან პარტიიდან „დროა“. სამნი – ზურაბ ჯაფარიძე, ცოტნე კობერიძე და ბორის (ჩელე) ყურუა – „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრები არიან, ხოლო 11 – „ახალიდან“.
პირველ ოცეულში რვა ქალია.
ქვემოთ მოცემულია „კოალიცია ცვლილებისთვის“ დეპუტატობის კანდიდატთა პირველი ოცეულის სია:
- ნანა მალაშხია, საჯარო მოხელე
- ნიკა მელია, პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი
- გიგა ლემონჯავა, პარტია „დროას“ გენერალური მდივანი, პროფესორი, სპეციალისტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში
- თენგიზ თევზაძე, პარტია „ახალის“ წევრი, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი 2022 წელს, საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
- ცოტნე კობერიძე, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს წევრი
- გიორგი კირთაძე, .პარტია „ახალის“ წევრი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი
- ივანე ჭყონია, ბიზნესმენი, პლატფორმის „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
- ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი
- ოქტაი კაზუმოვი, ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ ლიდერი, ფილოლოგი, ტელეწამყვანი და მთარგმნელი
- მაია კოპალეიშვილი, პარტია „ახალის“ წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც იმპიჩმენტის საქმეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა
- ბორის ყურუა, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, იურისტი
- ანა გოგოლაძე, „ახალის“ წევრი, ნაციონალური მოძრაობის და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი
- გიორგი ბუტიკაშვილი, „ახალის“ წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პროგრამის მკვლევარი
- გიორგი იმედაშვილი, „ახალის“წევრი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი
- ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი
- სოფო გოლეთიანი, „ახალის“ წევრი, გაყიდვების ტრენერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
- მარიკა არევაძე, „ახალის“ წევრი, იურისტი, ლექტორი
- ანი ქავთარაძე, პარტია „ახალის“ წევრი, ექიმი, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი
- თორნიკე ბიკაშვილი, „ახალის“ წევრი, თბილისის საკრებულოს წევრი, იურისტი
ასევე წაიკითხეთ:
- 26/09/2024 – კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო სიის ნაწილი წარმოადგინა
- 25/09/2024 – გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ოქტომბრის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
- 10/09/2024 – „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)