გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ოქტომბრის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“, რომლის ლიდერიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სია წარმოადგინა.
პარტია, რომელიც 2021 წელს, „ქართული ოცნებიდან“ გახარიას წასვლის შემდეგ, დაარსდა, ძირითადად ძველი და ახალი პოლიტიკური სახეებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის რამდენიმე ყოფილი და მოქმედი დეპუტატი, ყოფილი თანამდებობის პირი და ადგილობრივი საკრებულოს წევრებიც არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
სიის სათავეში თავად გახარიაა და მას მოყვებიან მთავრობის სხვა ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს მსახურობდნენ.
სიაში ასევე შევიდა სამი ყოფილი დეპუტატი – დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებიც 2016 წელს „ქართული ოცნების“ სიით შევიდნენ პარლამენტში, თუმცა 2019 წელს მმართველი პარტია დატოვეს. სიაში ასევეა სამი მოქმედი დეპუტატი, რომლებმაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 2021 წელს დატოვეს და გახარიას პარტიას შეუერთდნენ; ასევე დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომელიც ოპოზიციური „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით იქნა არჩეული, თუმცა 2022 წელს პარტია დატოვა.
პირველი ოცი კანდიდატიდან ექვსი ქალია.
„ვიბრძოლოთ ქვეყნის წინსვლისთვის და რაც მთავარია, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და კეთილდღეობით მივიყვანოთ ეს ქვეყანა ეროვნული და ევროპული განვითარების ლოგიკურ გზამდე“, – განაცხადა გახარიამ 25 სექტემბერს საარჩევნო სიის წარდგენისას.
„გახარია – საქართველოსთვის“ საარჩევნო სია ასე გამოიყურება:
- გიორგი გახარია – ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე;
- ნათია მეზვრიშვილი – ყოფილი შს მინისტრის მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
- დიმიტრი ცქიტიშვილი – ყოფილი დეპუტატი (2016-2020 წლები);
- კახაბერ ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი;
- ზვიად ძიძიგური – ყოფილი დეპუტატი; „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე;
- ზაზა თავაძე – თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ანა ბუჩუკური – X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ბერდია სიჭინავა – პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი;
- როინ ქოჩორაშვილი – ყოფილი საჯარო მოხელე, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის მამა;
- ბექა ლილუაშვილი – ეკონომისტი, X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- თეონა აქუბარდია – საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი;
- ლევან გოგიჩაიშვილი – ყოფილი დეპუტატი (2016-2020);
- გიგა ფარულავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- გელა აბულაძე – წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი;
- შალვა კერესელიძე – საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი;
- თამარ ხვედელიანი – ექიმი, პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი;
- ელგუჯა ხოკრიშვილი – ყოფილი დიპლომატი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი;
- ვიკა ფილფანი – პარტია „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- კახა ნურალიძე – ექიმი;
- სოფო ხორგუანი – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
- ჯემალ ანანიძე – ფინანსისტი, ბათუმის ყოფილი მერი:
- რუსუდან თევზაძე – ექსპერტი, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი 2021 წლიდან;
- ქეთევან ბაკარაძე – ექიმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
- მალხაზ თორია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი;
- ვატო ფაჩულია – „საქართველოსთვის“ წევრი;
- ერეკლე დუმბაძე – იურისტი; ყოფილი საჯარო მოხელე;
- სალომე კობალაძე – თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- გოჩა ტყეშელაშვილი – გადაცემა „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი;
- აკაკი გვიანიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი.
26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პირველ სრულად პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. პარტია „საქართველოსთვის“ პირველი ოპოზიციური ძალაა, რომელმაც თავისი პარტიული სიის ნაწილი წარადგინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/09/2024 – „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა
- 23/09/2024 – პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა
- 19/09/2024 – „ძლიერი საქართველო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ საარჩევნო ალიანსზე ვერ შეთანხმდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)