
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
„ქართული ოცნების“ მთავრობის ყველაზე დიდი ხნის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ამჟამად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრია, განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და დეპუტატობისთვის მოემზადება. „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატთა სიაში წულუკიანი მეექვსე ადგილს დაიკავებს.
წულუკიანს, რომელიც თავდაპირველად იუსტიციის მინისტრად დაინიშნა (2012-2020), 2021 წლიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა უკავია. პროფესიით იურისტი, წულუკიანი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ფიგურაა, რომელიც ცნობილია დაქვემდებარებულ უწყებებზე პარტიული კონტროლის დამყარების მცდელობით, ასევე თანამშრომლების თვითნებური გათავისუფლებით, რასაც ხშირად პროტესტი და მისი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები სდევდა თან – ამ საქმეებს კი ხშირად მოსარჩელეები იგებდნენ.
„ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას. „მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა“. წულუკიანმა გადადგომის კონკრეტული მიზეზები არ დაასახელა.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/07/2024 – სასამართლომ ეროვნული მუზეუმის მიერ თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია
- 11/10/2023 – ამიხსენი | კულტურის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ავტონომიას უზღუდავს
- 25/05/2022 – პროფკავშირების ცნობით, ეროვნული მუზეუმის სისტემიდან კიდევ 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
- 22/11/2021 – მედიაკოალიცია თეა წულუკიანს ჟურნალისტთა დისკრიმინაციის გამო აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)