ახალი ამბები

წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა, ანგარიში სექტემბერში გამოქვეყნდება

თეა წულუკიანმა 4 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულებულად გამოაცხადა. კომისიის ექვსთვიანი მუშაობის შედეგად 430-გვერდიანი დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც საჯაროდ ხელმისწავდომი სექტემბრის დასაწყისში გახდება.

ანგარიში კომისიის 46 სხდომას, 139 მოწმის ჩვენებას და სულ 775 ჩვენებას ეფუძნება. წულუკიანის თქმით, კომისიამ ასევე განიხილა ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები.

ანგარიში ახლა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში პლენარულ სხდომას დანიშნავს მის განსახილველად. „სანამ საქართველოს პარლამენტი არ მოისმენს ამ დასკვნას, მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან მსჯელობას ამ დასკვნაზე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

This post is also available in: English

Back to top button