skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს რუსეთის აგრესიას

19 სექტემბერს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის „ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი“.

„ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ყოფნას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობების უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გამშვები პუნქტების დაკეტვისა და უკანონო დაკავებების გზით რუსეთის სამხედრო და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ“. განცხადებაში ნათქვამია: „გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა დასრულდეს, ადამიანის უფლებების დარღვევა გამოძიებულ უნდა იქნას და სამართლიანობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა დაზარალებულისთვის“.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ იგი ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, რაც გამოიხატება მისი, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნით. „მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში, რათა მიაღწიონ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულ განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების დასასრულს, ევროკავშირი იმეორებს თავის „ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button