მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი კომუნისტი, 1975: მტრის რისხვა – ქართველი შურისმაძიებლები ვინიცის ოლქში.

სტატია ქვეყნდება შემოკლებით, გაზეთი კომუნისტი: 07.05.1975

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

კონტექსტითვის: ყოველი 9 მაისის მოახლოებისთანავე, საბჭოთა პრესაში იხსენებენ სამამულო ომის [ასე იწოდებოდა სსრკ-ში მეორე მსოფლიო ომი] პერიოდს, ბრძოლებს, გმირებსა და გამარჯვებას. ქართველები, ომის პირველივე დღიდან იყვნენ ფრონტზე, თანაც თითქმის ყველგან, დაწყებული კავკასიიდან – დასრულებული ფრანგული პარტიზანული მოძრაობებით.

გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების ოცდამეათე წლისთავი კარზეა. შეფასებას ვაძლევთ რა ამ ღირსშესანიშნავი მოვლენას განვლილი ათწლეულის სიმაღლიდან, ჩვენ სულ უფრო მკაფიოდ ვხედავთ ლენინური პარტიის ხელმძღვანელობით მებრძოლი საბჭოთა ხალხის მხედრული და შრომითი გმირობის სიდიადეს. ძირითადი ძალა, რომელიც მონაწილეობდა აგრესორის განადგურებაში საბჭოთა არმია იყო. არმიასთან ერთად ომში ხალხის მასების მონაწილეობის აქტიური ფორმა იყო პარტიზანული მოძრაობა, რომელიც პიტლერელთა ჯარების ზურგში გაჩაღდა საბჭოთა ხალხისადმი ი. ბ. სტალინის 1941 წლის 3 ივლისის ისტორიული მიმართვის შემდეგ. 1941 წ. შუა ივლისში მიღებულ იქნა პარტიის სპეციალური გადაწყვეტილება, გერმანიის ჯარების ზურგში ბრძოლის ორგანიზაციის შესახებ. პარტიისა და მთავრობის ამ მოწოდებას გამოეხმაურა მილიონობით საბჭოთა ადამიანი, მათ შორის ათეულობით ათასობით ადამიანი ოკუპირებული ვინიცის ოლქის ტერიტორიაზეც.
1941 წლის შემოდგომიდან ოლქის ოკუპირებულ რაიონებში მოქმედება
დაიწყეს იატაკქვეშა ჯგუფებმა. შემდე წარმოიშვა 2 იატაკქვეშა ცენტრი, პარტიის 4 სარაითაშორისო, 17 იატაკქვეშა რაიკომი და 284 იატაკქვეშა პარტიული, კომკავშირული და სხვა ანტიფაშისტური ორგანიზაცია. ოლქმი შემდეგ მოქმედებდა 6 პარტიზანული შენაერთს, 10 პარტიზანული რაზმი და ცალკეული პარტიზანული ჯგუფები.
ვინიცის ოლქში გერმანელ ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ედგა უკრაინის იატაკქვეშა საოლქო კომიტეტი მდივნის დიმიტრი ტიმოთეს-ძე ბურნენკოს მეთაურობით, აგრეთვე ვ. წ. მედვედევის სპეციალური დანიშნულების პარტიზანული რაზმის სარდლობა. ანტიფაშისტური ძალების რიცხვში აქ აქტიურად მოქმედებდა იატაკქვეშა ორგანიზაცია ,,უკრაინა“, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლები იყვნენ.

[…]

ვინიცის ოლქის განთავისუფლებისათვის მეზრძოლ სახალხო შურისძგებელთა რიგებში, რუსებთან, ბელორუსებთან, და ჩეხებტან სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ მზიური საქართველოს შვილებიც, ხოლო მათ შორის მამაცი ვასო ოსიყმაშვილი, არტემ დიდიშვილი, დურმიშხან მაღალაშვილი, ილო კოინაშვილი და პირო სულიკოლაშვილი.

ვინიცის ოლქეი სავსე იყო გესტაპოელებით, ფელდჟანდარემელებიით, პოლიციით და სხვა დამსჯელებით. მაგრამ სახალხო შურისმგებლები არ შედრკნენ. ისინი ანადგურებდნენ საძულველ ოკუპანტებს, მტრის ზურგიდან ეხმარებოდნენ საბჭოთა არმიას.

189-ე მსროლელი დივიზიის ყოფილა ლეიტენანტი ქართველი ვასილ
გიორგის-ძე ოსიქმაშვილი 1941 წლის ზაფხულში დიდი სამამულო ომის
პირველ თვეებში უმანის რაიონში ჰიტლერელების გარემოცვაში აღმოჩნდა.
გარემოცვას რომ თავი დააღწია, კომკავშირელი ოსიყმიშვილი ოკუპირებულ ვინიცაში წავიდა და იქ კავშირი დაამყარა იატაკქვეშეთთან.

ივანე ანრიას-ძე კრიჟევთან და მის მეგობარ ნიკოლოზ არტიუშკოვთან ერთად, ვასომ ჩინებულად მოაწყო იარაღის გატაცება გერმანელი ოფიცრის ბინაზე პიატნიჩანსკის ხიდის ახლოს.

როცა რაზმს რადიოაპარატურა დასჭირდა, ვასომ ეს დივერსია იკისრა, ისე რომ საშიშროებაზე არ დაფიქრებულა. – ოღონდ ფრთხილად ვასო! აფრთხილებდნენ ამხანაგები. – სწორია, სწორი, ეთანხმებოდა ვასო. ქართველები ამბობენ, სიფრთხილეს თავი არა სტკივაო.
ერთი კვირის შემდეგ სიმენს-შუკერტის ფირმის რადიომიმღები ,,ფუნკელი“, რომელიც ვასომ ჰიტლერელი ოფიცრის ბინაზე გაბედული თავდასხმის შედეგად იგდო ხელთ, ვ.ი. ლენინის სახელობის რაზმში გაიგზავნა.

მალე, იატაკქვეშელი ოსიყმიშვილი ხელმძღვანელობის მითითებით ტყვეთა ბანაკში გაიგზავნა, მორიგირ დივერიის შესასრულებლად. მას სამხედრო ტყვეთა ბანაკში უნდა შეექმნა იატაკქვეშა ჯგუფი თავისი თანამემამულის ილო კოინაშვილის დახმარბით. ვასო ბანაკიდან წავიდა და შეუდგა იარაღის მზადებას, რის შემდეგადაც გაიგზავნა ვ.ი. ლენინის სახელობის პარტიზანულ რაზმში.

460-ე საარტილერიო პოლკის შტატების ყოფილმა უფროსმა კაპიტანმა არტემ ანტონის-ძე დიდიშვილმა ამხანაგებითურთ თავი დააღწია გარემოცვას და უკრაინის ტერიტორიაზე გაემართა, რომ პარტიზანებთან კავშირი დაემყარებინა. გამოგონილი გვარით: სილჩენკო ნიკოლოზ ალექსის ძე, იგივე ჟორა სილჩენკო, კომუნისტი არტემ დიდიშვილი “მექანიკოსად” მოეწყო სოფელ ნოვოსოლცეში.

ქალაქ ვინიცის ახლოს, მთელი რიგი დივერსიული აქტები რომ მოახდინა სილჩენკო-დიდიშვილი, ორთქლის ძრავის აფეთქების შემდეგ, ახალ მეგობრებთან –- ადგილობრივ იატაკქვეშელებთან ერთად ტყეებით წავიდა. არტემ ასტონის-ძე აქ შეხვდა ვ. ი, ლენინის სახელობის პარტიზანული რაზმის მოქმედების ადგილში თავისი თანამემამულეების ჯგუფს, მათ შორის ვასილ ოსიყმიშვილს.
მალე დიდიშვილი ამ რაზმის მეთაური გახდა და იყო ვინიცი ოლქის ფარგლებიდან ჰიტლერელებისგან განდევნამდე.

[…]

გაჩაღდა ბრძოლა სოფელ როჟოკ-მიკულინსკისთან ახლოს, ძალები უთანასწორო აღმოჩნდა […] სულ დაიღუპა ამ ბრძოლის მონაწილე 38 გმირი.

ვერც კი მოასწრო რაზმის სარდლობაში შეევსო მისი დანაკლისი იატაკქვეშეთის ხარჯზე, რომ რაზმის განლაგების რაიონში კვლავ გამოჩდნენ დამსჯელები და დაიწყეს პარტიზანებისათვის ალყის შემორტყმა. დილიდან ნაშუადღევის ხუთ საათამდე გრძელდებოდა ძნელი, მძიმე და უთანასწორო ბრძოლა, შემდეგ კი პარტიზანები იერიშზე გადავიდნენ.
მტრის დევნის დროს ოსიყმიშვილის ოცეულმა ვერ შეამჩნია ზურგში
დარჩენილი პიტლერელთა ჯგუფი. იქ შეფერხდა რაზმის მეთაური
დიდიშვილიც თავის, მეკავშირესთან ერთად. უცებ ზურგში სროლა ატყდა. დიდიშვილსა და მის მეკავშირეს ვაზნები უთავდებოდათ. ჰიტლერელები სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ – ვასილ მიშველე! ოსიყმაშვილო, აქეთ! – რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, მიაძახა მას მეთაურმა.

ვასილმა იგრძნო, რომ რაღაც ცუდი მოსდიოდა მის მეგობარ-თანამემამულეს, თავისი ოცეულით იქით გაეშურა. – მოვდივარ, მაგრად იყავ, გენაცვალე! – მის სიტყვებს ამაოდ არ ჩაუვლია. მათ ავტომატის ჯერიც დაერთო, ჰიტლერებმა ვითარება სწორად შეაფასეს და გაიქცნენ, ბუჩქნარში ოთხი მოკლული დატოვეს. პარტიზანები დიდიშვილთან მივიდნენ, მას ლულაში ერთადერთი ვაზნა ჰქონდა დარჩენილი – რატომ ესეც არ გაისროლე? – ჰკითხა ვასომ, ჩემთვის დავტოვე… უპასუხა არტემიამ დარცხვენით. – შენ რა ბავშვი ხარ;! – უსაყვედურა ვასომ – პატარასავით გაგიტაცა?.

ათჯერ მიიტანეს იერიში პარტიზანებმა იერიშე ჰიტლერელებზე და შესაძლებლობა მისცეს ბანაკს ღამიღ აყრილიყო. დაჭრილები გაიყვანეს და ახლომახლო სოფლებში განათავსეს.

1943 წლის შემოდგომაზე ფრონტის ხაზი გადალახა და მტრი ზურგში გადავიდა ოპერატიული ჯგუფი. ამ ჯგუფის შემადგენლობაში იყო აგრეთვე ქართველი, კომკავშირელი, რუნის მტს-ია პოლიტგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე კომკავშირული “მუშაობის დარგში დურმიშხან დიმიტრის-ძე მაღა– ლაშვილი.

საბჭოთა მზვერავ-დივერსანტების ეს ჯგუფი როვხო-დუბნოეს რაიონში
ავშირი დაამყარა პოლკოვნიკ დ. ნ. მედვედევის პარტიზანულ რაზმთან, მიიიღო და ასრულებდა დავალებებს ფაშისტ ადმინისტრატორთა მოსასპობად.

პიტლერელებს დასავლეთისაკენ უკანდახევისას რომ სდევნიდა, მედვედევის რაზმმა ვერ მოასწრო ეცნობებინა ვინიცის იატაკქვეშეთისათვის თავისი ახალი კოორდინატები, ამისათვის 1944 წლის თებერვალში ვინიცაში გაიგზავნა დ. მაღალაშვილი და არტემ კულუმბეგოვი. მათ ვინიცელებს მედვედევის რაზმის ახალი კოორდინატები აცნობეს და განაგრძეს სვლა დასავლეთისაკენ, რომ დასწეოდნენ მედვედელებს. ახლოვდებოდა ვინიცის ოლქი განთავისუფლების გაზაფხული.

1944 წლის 20 მარტს განთავისუფლებულ ვინიცაში გაიმართა პარტიზანთა და იატაკქვეშელთა პარადი საბჭოთა ჯარებიმა კი განაგრძეს სვლა დასავლეთისაკენ, ·

საბჭოთა პარტიზანებისა იატაკქვეშელების განუწყვეტლივ მზარდი დარტყმები ოკუპანტებს მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებდა,
მუშაობის დეზორგანიზაციას იწვევდა. ანადგურებდა მათს კომუნიკაციებს ეხმარებოდა საბჭოთა არმიას ფაშისტი მტრავალებისგან მშობლიური მიწაწყლის განთავისუფლებაში. […]

ტ.კიჩკო

კიევი

მსგავსი/Related

Back to top button