აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: ნატო „ღრმად შეშფოთებულია“ რუსეთის გავლენით საქართველოში
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, საჰაერო ძალების გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა 20 მაისს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო „ღრმად შეშფოთებულია“ რუსეთის გავლენით საქართველოში და „თვალს ადევნებს“ იქ არსებულ ვითარებას. მან ასევე განაცხადა, რომ ნატო საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული რჩება.
მან უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ნატოს რაიმეს გაკეთება, რათა დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ძალისხმევას, გააფართოოს თავისი გავლენა.
მეორე კითხვაზე, გავლენას ახდენს თუ არა ის, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს სწრაფვაზე ნატოსკენ, გენერალმა ბრაუნმა განაცხადა, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, რომ ან დიახ თქვას, ან არა, მაგრამ მისი, როგორც სამხედრო მოსამამსახურის თვალსაზრისით, „საქმე ეხება სხვადასხვა ქვეყნების, ისევე როგორც ამ ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/05/2024 – „ქართული ოცნება“ აშშ-ს შანტაჟში ადანაშაულებს და მას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს
- 20/05/2024 – The Hill: „აგენტების“ კანონისთვის საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების მიზნით ჯო უილსონი კანონპროექტს აინიცირებს
- 17/05/2024 – „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ეროვნული ვალუტებით ვაჭრობასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემხრობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)