
ახალი ამბები
ვენეციის კომისია სტრასბურგის სასამართლოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საქმეში ჩართვას ითხოვს
ვენეციის კომისია ითხოვს ნებართვას, რათა მესამე მხარედ ჩაერთოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეში „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც 100-ზე მეტი ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჯგუფი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონს ასაჩივრებს.
მანამდე ვენეციის კომისიამ მკაცრი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანონის გაუქმების თაობაზე და გააფრთხილა, რომ მას შეიძლება მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
This post is also available in: English