
ელჩი დანიგანი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და რომ ეს მისი „პირადი გადაწყვეტილებაა“.
„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე“, – ნათქვამია 5 ივნისის განცხადებაში. „ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.
„საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა დიპლომატმა, რომელიც საქართველოში 2023 წლიდან მსახურობდა.
This post is also available in: English