skip to content
ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მარტს კიდევ ერთხელ გადადო ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი და მიზეზად სხდომაზე ბრალდებულის დაუსწრებლობა დაასახელა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა. შედეგად, 23 წლის გრიგორიადისი, რომელსაც 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებიან, პატიმრობაში რჩება.

მომდევნო სხდომა, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადდეს, 8 აპრილს ჩაინიშნა.

ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განმარტა, თუ რატომ სურდა მის შვილს სხდომაზე დისტანციურად ჩართვა: „ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს, და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება, და ამიტომ გადაწყვიტა, და მე მგონი, ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა“.

გრიგორიადისის ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბრალდებულს აქვს უფლება, რომ პროცესში დისტანციურად ჩაერთოს და რომ განაჩენის გამოსატანად სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულის ფიზიკური ყოფნა აუცილებელი არ იყო.

იმავდროულად, მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული სხდომათა დარბაზში უნდა გამოცხადებულიყო. „ბრალდებული გამოცხადდება მოცემულ საქმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ სახეზე გვაქვს თავის არიდება სხდომასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შარაძემ.

გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლო განზრახ აჭიანურებს პროცესს. მართალია მათ მიაჩნიათ, რომ მისი გასამართლებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ისინი სასამართლო სისტემის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. შედეგად, ისინი არასახარბიელო განაჩენს ელიან. ამგვარი ვითარების დადგომის შემთხვევაში, დაცვის მხარე აპირებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს და არც საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნას გამორიცხავს.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button