
მანდატურზე სავარაუდო თავდასხმის გამო დაკავებულ აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ივნისს აქტივისტ და მასწავლებელ ნინო დათაშვილს, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული „თავდასხმის“ ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. ინციდენტი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა, რა დროსაც იგი დაძაბულობის ფონზე იძულებით გაიყვანეს შენობიდან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დათაშვილს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს აცხადებს, რომ დათაშვილი „არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“. სამინისტროს ადრინდელი განცხადების თანახმად, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მანდატურებმა უარი უთხრეს მას, დასწრებოდა ერთ-ერთი დაკავებული მომიტინგის მოსმენას.
This post is also available in: English