ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი  გადაიდო, დაცვის მხარე კი სასამართლოს განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადადო. შედეგად, 22 წლის გრიგორიადისი, რომელიც 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში რჩება.

სასამართლოს მომდევნო სხდომა 26 თებერვალს ჩაინიშნა და სწორედ ამ დღეს გამოცხადდება საბოლოო განაჩენი. გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები სასამართლოს პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სასამართლოს მისი გასამართლებისთვის მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის გამო, მათ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. ამ შემთხვევაში, დაცვის მხარე აპირებს, რომ შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს. გრიგორიადისის დედის თქმით, ეს მათ ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტია. გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ დაადასტურა, რომ განაჩენის გამოცხადების მეორე დღესვე დაცვის მხარე პრეზიდენტს გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button