skip to content
ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის მხარემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სარჩელები შეიტანა.

სასამართლო სხდომის დროს, გრიგორიადისმა ღარიბაშვილისა და კობახიძისგან პერსონალური განმარტებები მოითხოვა და განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგაც შეიტანდა სარჩელს საინფორმაციო გამოშვებებში მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.

სასამართლო სხდომის მსვლელობისას, შენობის წინ მცირე ჯგუფმა ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გამართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button