
ახალი ამბები
POSTV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ 13 ივნისს განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში სავარაუდო უკანონო ჩარევის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს, სადაც დაკავებული მომიტინგის მათე დევიძის მხარდამჭერები POSTV-ს ჟურნალისტს მარიამ ნებიერიძეს დაუპირისპირდნენ.
პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო.
This post is also available in: English