skip to content
ახალი ამბები

იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 14.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 დეკემბერს  გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.7%-ით გაიზარდა და 19,626.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 5,584.3 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 16.3%-ით გაიზარდა და 14,042.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,457.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

„საქსტატი“ საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button