იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 16.2%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.2%-ით გაიზარდა და 17,786.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა და 5,102.7 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 12,683.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,580.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.
„საქსტატი“ საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/10/2023 – იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 16.5%-ით გაიზარდა
- 13/09/2023 – საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 16.8%-ით გაიზარდა
- 21/08/2023 – საქსტატი: იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 18.0%-ით გაიზარდა
- 19/07/2023 – იანვარ-ივნისი საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)