ახალი ამბები

მარნეულში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მარნეულში 31ოქტომბერს პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის თაობაზე „რადიო მარნეული“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ იმამ ალის მეჩეთის ახუნდი, ჰაჯი ჰაჯიევი და კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, ალი ალიევი.

„დაჩაგრული პალესტინის მოსახლეობის წინააღმდეგ, ადამიანობის წინააღმდეგ დაწყებული წამების გამო ხმის ამოსაღებად ვართ აქ, ამ აქციაზე… დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ რეაგირებენ და ესენი აგრძელებენ დანაშაულის ჩადენას. ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი დაასრულებს მალე ამ სისატსიკეს“,- იტყობინება „რადიო მარნეული“ ჰაჯი ჰაჯიევის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, აქციაზე გამოსვლისას ალი ალიევმა განაცხადა, რომ „უკვე მესამე კვირაა ყველა ვხედავთ სიონისტი ისრაელის რეჟიმის მიერ ღაზაში ჩადენილ დანაშაულს“. მისი თქმით, ისრაელი ყოველთვის ჩადიოდა დანაშაულებრივ ქმედებებს ღაზას ტერიტორიაზე, მაგრამ „ახლა ის მარტო აღარაა. ამაში მსოფლიოს ნომერ პრიველი ტერორისტული ქვეყანა აშშ, ევროპის ქვეყნები, ნატო, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი ერთად არამხოლოდ პალესტინაში, ღაზაში, არამედ წლებია ერაყში, არაბეთში, სირიაში, იემენში, ლიბიაში ჩადიან ამ დანაშაულებებს“. „ღმერთი ძალას აძლევს ჰამასის ხალხს, რომ იბრძოლონ და ასე გააგრძელონ“, – განაცხადა მან.

„ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ, დამარცხდებით კიდევაც. ისლამის ძალები სულ იმარჯვებდა თქვენზე და ასეც გაგრძელდება“, – დასძინა ალიევმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button