skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: სექტემბერში საქართველოს მშპ 5.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.1%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button