საქსტატი: 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა და 19.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
2023 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8%); მშენებლობა (22.7%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2%); განათლება (19.6%); ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა და სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1%); ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8%).
„საქსტატის“ ინფორმაციით, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0%); დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8%).
„საქსტატი“ დაზუსტებულ მონაცემებს 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2023 – საქსტატი: 2023 წლის I კვარტალში საქართველოს მშპ 7.7%-ით გაიზარდა
- 31/05/2023 – საქსტატი: აპრილში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
- 22/03/2023 – საქსტატი: 2022 წლის IV კვარტალში საქართველოს მშპ 9.7%-ით გაიზარდა
- 19/12/2022 – საქსტატი: 2022 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 9.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)