skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: აგვისტოში საქართველოს მშპ 5.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა  უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველ რვა თვეში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.0% -ით განისაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button