![](https://civil.ge/wp-content/uploads/2021/10/DSC_0213-780x470.jpg)
ახალი ამბები
საქსტატი: ივნისში საქართველოს მშპ 7.7%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.7%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/06/2023 – საქსტატი: მაისში საქართველოს მშპ 7%-ით გაიზარდა
- 19/06/2023 – საქსტატი: 2023 წლის I კვარტალში საქართველოს მშპ 7.7%-ით გაიზარდა
- 31/05/2023 – საქსტატი: აპრილში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
- 28/04/2023 – საქსტატი: მარტში საქართველოს მშპ 7.3%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)