
ნათია თურნავა პრეზიდენტს „ზეწოლაში“ ადანაშაულებს
ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოსა და პირადად მასზე „ზეწოლაში“ დაადანაშაულა.
თურნავამ განაცხადა, რომ მან საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მიიღო და რომ საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო დაცულები იქნებიან, „თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს“.
სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ, რომ თურნავამ არ გაამართლა მოლოდინები, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მისთვის „ყველაზე ძლიერი საზომია“, რომ საზოგადოებას გაუმართლოს იმედები „ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით“.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/09/2023 – სახდეპი: ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, სანქციების რისკი ექმნება
- 20/09/2023 – პოლიტიკური შეფასებები: ეროვნული ბანკის რეგულაციის ცვლილება ფარცხალაძის სასარგებლოდ
- 20/09/2023 – იუსტიციის სამინისტრო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს
- 20/09/2023 – ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)