skip to content
ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 20 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან“.

აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ორმაგი – საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. მისი დასანქცირებიდან მეორე დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტი არ მიუღია.

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონში წერია, რომ უცხოეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი კანონის შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button