
რუსეთი თბილისში მისი „ნეიტრალური“ მოფარიკავეების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გმობს
რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში დაგმო „მორიგი რუსოფობიური გამოხტომები“ „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ცნობილი ჯგუფის“ მიერ, რომელიც მიმართული იყო იმ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდნენ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში.
შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის განცხადებას წინ უძღოდა 27 ივლისს თბილისის სპორტის სასახლის წინ გამართული აქცია, სადაც მომიტინგეებმა თბილისში გამართულ შეჯიბრში რუსი სპორტსმენების მონაწილეობა დაგმეს. ზოგიერთი სპორტსმენი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთანაა დაკავშირებული და უკრაინის მიერაა სანქცირებული. დემონსტრანტებმა აქციის დროს რუსეთის დროშა დაწვეს.
„ამ პროვოკაციული ქმედებების აშკარა მიზანია ანტირუსული კარტის გამოყენება რადიკალური ძალების მხარდამჭერების მობილიზებისა და თბილისის, როგორც მასპინძელი ქალაქის, რეპუტაციის შელახვის მიზნით“, – განაცხადა რუსეთის ინტერესთა სექციამ 28 ივლისს.
This post is also available in: English