
ახალი ამბები
ლიეტუვამ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქე დაასანქცირა
ლიეტუვამ კიდევ 10 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც გახმაურებულ საპროტესტო აქციებთან და ოპოზიციასთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, სანქციები დაუწესა.
სანქციები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, ფულის გათეთრებასა და კორუფციაში მონაწილე უცხოელებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ახლად სანქცირებულ პირებს ლიეტუვაში შესვლა 2030 წლამდე ეკრძალებათ.
ახლად სანქცირებული პირების სიაში შედიან:
- ნინო გალუსტაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- ჯვებე ნაჭყებია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- ირაკლი შვანგირაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- მარი მეშველიანი – პროკურორი
- ნათია ტატიაშვილი – პროკურორი
- სულხან თამაზაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, პოლიციის ყოფილი უფროსი
- მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- ნინო წილოსანი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
- ვიქტორ მეტრეველი – პროკურორი
ზოგიერთი მათგანი მანამდე ესტონეთმაც დაასანქცირა.
This post is also available in: English