ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს

20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესებში ცვლილების შეტანის თაობაზე ეროვნული ბანკის გუშინდელი გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „ღია მუქარასაც“ გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ თურნავა დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ მუქარას და ამგვარ საქციელს „მიუღებელი“ და „უღირსი“ უწოდა.

პრეზიდენტის თქმით, თურნავამ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, საბჭოს წევრების გვერდის ავლით მიიღო, რასაც „გადადგომების მთელი რიგი ადასტურებს“.

სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას სებ-ის საბჭოში ნათია თურნავას წარდგენის გამო და მას გადადგომისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა ბანკის საბჭოს ბათილად გამოაცხადოს თურნავას გადაწყვეტილება. „ეს იქნება საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება“, – დასძინა პრეზიდენტმა კომერციული ბანკების პირობასთან დაკავშირებით, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button