
ახალი ამბები
დაკავებული მომიტინგეები აცხადებენ, რომ მობოდიშების შემთხვევაში შეწყალებას დაპირდნენ
საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების დროს დაკავებული მომიტინგეების თქმით, ბოდიშის მოხდის სანაცვლოდ მათ შეწყალების დაპირებები მიიღეს.
მანამდე, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ამჟამად ციხეში არიან წულუკიანის კომისიის ბოიკოტირების გამო, ღიად შესთავაზა შეწყალება იმ პირობით, რომ პოლიტიკოსები 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 73% და ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 40% ემხრობა დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას.
This post is also available in: English