ახალი ამბები

„ქართუ ბანკი“ ტვ პირველს იმის გამო უჩივის, რომ მისი თქმით, ბანკი კვლავ ივანიშვილის საკუთრებაა

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ბანკი“ ოპოზიციურად განწყობილ „ტვ პირველს“ უჩივის იმის გამო, რომ ტელეკომპანიის თქმით, ბანკი კვლავ ივანიშვილის კონტროლს ექვემდებარება.

„ქართუ ბანკი ტვ პირველის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს – აეკრძალოს ტელეკომპანიას “ქართუ ბანკის” ივანიშვილის ბანკად ან ოლიგარქის ბანკად მოხსენიება! სასარჩელო მოთხოვნაში წერია, რომ “ქართუს” ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს!“, – განაცხადა ტელეკომპანიამ 29 ივლისს.

„ქართუ ბანკი“ ამჟამად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. ბანკი ფონდს 2021 წელს გადაეცა, ხოლო მისი ვაჟი, უტა ივანიშვილი, ბოლო დოკუმენტებში ბენეფიციარ მფლობელად არის მოხსენიებული.

This post is also available in: English

Back to top button