
ახალი ამბები
საქართველოს ახალმა ელჩმა აშშ-ის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
აშშ-ში ახლად დანიშნულმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები და „მნიშვნელოვანი გზავნილები“ გადასცა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივლისს.
ტალიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რვა თვის განმავლობაში საქართველოს ვაშინგტონში ელჩი არ ჰყოლია.
აშშ-ის პროტოკოლის ხელმძღვანელის, მონიკა კროულის ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტრამპმა 12 ელჩისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები, ვიდეოში კი ათი მათგანია ნაჩვენები, საქართველოს ელჩის გამოკლებით. თეთრი სახლის წინ მხოლოდ საქართველოს დროშიანი მანქანა ცოტა ხნით ჩნდება.
This post is also available in: English