
„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთს სტუმრობს
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთს სტუმრობს, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის „თანამშრომლობის გაღრმავება“, მათ შორის, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ტრანსკონტინენტური სავაჭრო მარშრუტის, „შუა დერეფნის“ ინიციატივაში საქართველოს როლის განხილვა, განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ 27 ივლისს.
„ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში. „ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის სოციო-ეკონომიკურ ინტერესს და საქართველოს მზადყოფნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი“.
This post is also available in: English