ახალი ამბები

სახდეპი: ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, სანქციების რისკი ექმნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვას წერილობით უპასუხა, სადაც შეშფოთება გამოხატა და შესაძლო სანქციების თაობაზე გააფრთხილა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის წუხს „საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“ გამო და დასძინა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან აშშ-ის მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

სახდეპმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში და ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button