![](https://civil.ge/wp-content/uploads/2021/10/groceries-by-mehrad-vosoughi--780x470.jpg)
საქსტატი: 2023 წლის I კვარტალში საქართველოს მშპ 7.7%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.7%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 16.5 მლრდ ლარი გახდა.
საქსტატის ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.0%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2%); მშენებლობა (15.1%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5%); განათლება (13.4%); ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3%).
განახლებულ მონაცემებს საქსტატი 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/05/2023 – საქსტატი: აპრილში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
- 22/03/2023 – საქსტატი: 2022 წლის IV კვარტალში საქართველოს მშპ 9.7%-ით გაიზარდა
- 19/12/2022 – საქსტატი: 2022 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 9.8%-ით გაიზარდა
- 22/09/2022 – საქსტატი: 2022 წლის II კვარტალში ქვეყნის მშპ 7.1%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)