ახალი ამბები

საქსტატი: 2022 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 9.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.8%-ით გაიზარდა და 19.3 მლრდ ლარი გახდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის III კვარტალში, მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74.9%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34.7%); ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0%); მშენებლობა (9.1%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8%); დამამუშავებელი მრეწველობა (5.5%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-14.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.3%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.7%).

საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button