skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: 2022 წლის IV კვარტალში საქართველოს მშპ 9.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.7%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 20.6 მლრდ ლარი გახდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (33.2%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (60.9%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.1%); ტრანსპორტი და დასაწყობება (27.9%); ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (5%).

ამავე პერიოდში, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-8.7%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-8.8%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.2%).

საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button