
ახალი ამბები
საქსტატი: აპრილში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ია.

ასევე წაიკითხეთ:
- 28/04/2023 – საქსტატი: მარტში საქართველოს მშპ 7.3%-ით გაიზარდა
- 03/04/2023 – საქსტატი: თებერვალში ქვეყნის მშპ 5.8%-ით გაიზარდა
- 22/03/2023 – საქსტატი: 2022 წელს საქართველოს მშპ 10.1%-ით გაიზარდა
- 22/03/2023 – საქსტატი: 2022 წლის IV კვარტალში საქართველოს მშპ 9.7%-ით გაიზარდა
- 28/02/2023 – 2023 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)