skip to content
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკში შავი ზღვის ელექტროკაბელზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კოენ დავიდსს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობებს და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბანკის ჩართულობით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვის ელექტროკაბელთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევაზე, რა დროსაც აღინიშნა ამ პროექტის დიდი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული მომავლისთვის.

საქართველოს ხელისუფლება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის იდეას უნგრეთთან თანამშრომლობით ავითარებს. შესაბამის შეთანხმებას საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა. ევროკავშირი პროექტის განხორციელებისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში ბანკის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button