ახალი ამბები

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 6 აპრილს თბილისში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, მათვე ხაზი გაესვეს მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მათვე მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკაც აღნიშნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილსაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, დარჩიაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის მიესალმა უნგრელი კოლეგის ვიზიტს საქართველოში და მას საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ გაგრძელდება ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა სფეროში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button