skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეჭვობს, რომ პარლამენტმა ვეტოს დაძლევის პროცედურა დაარღვია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარლამენტს მიმართეს „საარჩევნო კოდექსის“ კანონმდებლობაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს 3 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შესახებ.

ადმინისტრაცია დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს, თუმცა პარტია „გირჩის“ თქმით, ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ვეტოს დასაძლევ კენჭისყრას „ქართულმა ოცნების“ მხოლოდ 73 დეპუტატი ესწრებოდა, მაშინ როცა ვეტოს დასაძლევად 76 ხმა იყო საჭირო. პარტიის აზრით, ვეტოს დაძლევის მხარდამჭერამ 78 ხმა იმიტომ მოაგროვა, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა კოლეგების მაგივრად მისცეს ხმა.

“გირჩის” თქმით, კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები: გივი ჭიჭინაძე, ბექა ოდიშარია, დიმიტრი სამხარაძე, ლევან კობიაშვილი, და კახა კახიშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button