ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამეტმა 3 ივლისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.  

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 33-მა.

ამის შემდეგ, დეპუტატებმა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი 78 ხმით 14 -ის წინააღმდეგ მიიღეს.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button