ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ზარალის ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვებას უკრძალავს

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე და საბოლოო მოსმენით საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურებას ავალდებულებს და ზიანის ანაზღაურებამდე, პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგაც კი, მათ ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შევიდა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. დეპუტატებმა საქართველოდან გასვლის აკრძალვა 16 წლამდე ვადით განსაზღვრეს, ზიანის ანაზღაურებამდე.

This post is also available in: English

Back to top button