
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრთა სადეპუტატო უფლებამოსილებები ცნო
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ თორმეტი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილებები ცნო მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ პარტიის სხვა თორმეტი დეპუტატობის კანდიდატთა მანდატები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეწყდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ოთხი ოპოზიციური ძალიდან ერთ-ერთია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა და ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდა. თუმცა, დანარჩენი სამი ალიანსისგან განსხვავებით, მას ოფიციალურად არ უთქვამს უარი მანდატებზე. გახარიას ბოლო განცხადებები, რომელშიც საპარლამენტო ბოიკოტს „შეცდომად“ მოიხსენიებს, იმაზე მიანიშნებს, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, პარტიამ შესაძლოა ბოიკოტის სტრატეგია შეცვალოს.
ერთპარტიული პარლამენტი 2 სექტემბერს საშემოდგომო პლენარულ სესიაზე შეიკრიბა და 12 დეპუტატის – გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაქარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანისა და სოფიო ხორგუანის სადეპუტატო უფლებამოსილებები ცნო.
This post is also available in: English