
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მდინარაძე სუს-ის ახალ უფროსად დაამტკიცა
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ახალ უფროსად დაამტკიცა. მმართველი პარტიის 85-მა დეპუტატმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი.
მდინარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსად 23 აგვისტოს წარადგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის უფროსები თანამდებობას ექვსი წლის ვადით იკავებენ, ოხანაშვილმა ამ პოსტზე მხოლოდ ხუთი თვე იმსახურა.
მას შემდეგ, რაც მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გადავიდა, მისი ადგილი პარლამენტში ვაკანტური გახდა. დეპუტატებმა მის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს.
This post is also available in: English