ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, თუმცა 29 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში, შუბითიძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაზე მიუთითებს.

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც, პროკურატურის თქმით, არაერთ ტყუილს შეიცავდა და „მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ სერგო შუბითიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ იპოვეს. პროკურატურამ იმავე წლის დეკემბერში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა, საქმე დახურა და ძიება შეწყვიტა. გარდაცვლილის ოჯახი მაშინ პოლიციას უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაში ადანაშაულება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავდა. ისინი ბაჩალიაშვილის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button