საელჩო: აშშ მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში 12 აპრილს.
საელჩოს განცხადებას წინ უძღვოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს „კორუფციის გამო“ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული სასამართლო სისტემისადმი სრული მხარდაჭერის გამოცხადება და ქართულ მართლმსაჯულებაში „პოლიტიზებული ჩარევის“ შესახებ ბრალდებები მოჰყვა. კორუფციაზე ბრალდებები თავად სანქცირებულმა მოსამართლეებმაც უარყვეს და აშშ-ის საელჩო სასამართლო ხელისუფლების „ხელში ჩაგდების“ მცდელობაში დაადანაშაულეს.
საელჩოს განცხადებით, „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან“ და ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. „გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება“.
საელჩოს თქმით, „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“. „აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა“.
ამ კონტექსტში, საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით (USAID), რომ შტატებში საქმიანი ვიზიტით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე იმყოფებოდა და ვიზიტი მიზანი „გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარება“ იყო.
„მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებში.
ამავე განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ გამოცემა „New York Times“-ის წარმომადგენლებს. „მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ“.
„სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/04/2023 – აშშ-ის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
- 07/04/2023 – კელი დეგნანმა „მთავართან“ და „იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეთა სანქცირებაზე ისაუბრა
- 07/04/2023 – „ზიანდება ქვეყნის იმიჯი“ – პრეზიდენტი ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე
- 07/04/2023 – სანქცირებული მოსამართლეების თემაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართა
- 06/04/2023 – არასამთავრობოები „მხარს უჭერენ“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე გადაწყვეტილებას
- 06/04/2023 – პოლიტიკოსები აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანებიან
- 06/04/2023 – სანქციონირებული მოსამართლეები ბრალდებებს ეხმიანებიან
- 06/04/2023 – ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს
- 06/04/2023 – კობახიძე მოსამართლეთა სანქცირებაზე: „სახელმწიფო მდივანი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“
- 06/04/2023 – დარჩიაშვილი ბლინკენს: „გაუგებარი და მიუღებელია“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)