skip to content
ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ე.წ. „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მე-10 შეხვედრაში ვირტუალურად მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილიც დაესწრო.

შეხვედრაზე, რომლის მიზანიც უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა, რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები და არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა და მასში 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button